რეზონანსი
08.03.2023

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას 2 მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააჟღერა.

უფრო კონკრეტულად, ვაშაძის განმარტებით, მოთხოვნები შემდეგია: "დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან და ყველა პირი, რომელიც გუშინ უკანონოდ დააპატიმრეს, გათავისუფლდეს".

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად 1-საათიან ვადას აძლევენ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საზოგადოებას შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს გააცნობენ.

„აი, ეს ხელები არის ჩვენი ერთიანობის და ჩვენი ერთ მუშტად შეკვრის ნათელი გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ზუსტად ერთი საათი ველოდებით რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, განცხადება გააკეთონ, რომ გაიხმეს კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლებს გუშინ დაკავებულ ადამიანებს, სხვა შემთხვევაში ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე. თუ ერთ საათში არ მივიღებთ პასუხს, მაშინ გამოვაცხადებთ კონკრეტულ ნაბიჯს, რაც უნდა გადავდგათ. აქედან მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - გონს მოეგე და დათანხმდი ქართლ ნებას! დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ეს რუსული კანონი პარლამენტიდან.!", - განაცხადა ვაშაძემ.

აქციის მონაწილეებმა ვაშაძეს ხელის აწევით დაადასტურეს, რომ მოთხოვნებს ეთანხმებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×