რეზონანსი
08.03.2023

როდესაც დასავლურ და მით უმეტეს ერთ-ერთში ნათარგმნ კანონპროექტზე ამბობენ, რომ ეს არის რუსული, მაშინ აქ შესაძლოა სხვა ინტერესიც იყოს, - ამის შესახებ „ქრონიკაში" „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„მაგრამ ჩვენ ამასაც ვაზღვევთ და ვაგზავნით ვენეციის კომისიაში სამართლებრივი შეფასებისთვის, მანამდე ვაჩერებთ მის განხილვას. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კანონი ამოქმედდა? ეს არის კანონპროექტი, რომლის განხილვა მხოლოდ პირველი მოსმენით მოხდა და გავაგზავნეთ. ანუ, გადაიდო, სანამ მივიღებთ პასუხს. თუკი ვინმე ისე აყენებს საკითხს, რომ ეს დასავლეთს უქმნის საფრთხეს, მაშინ რატომ ვაგზავნით დასავლეთში? იმიტომ ვაგზავნით, რომ ეს ასეც უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიიდანაც მოვა ის დასკვნა, რასაც ეს კანონპროექტი გულისხმობს", - განაცხადა ხუნდაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

პარლამენტმა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×