რეზონანსი
08.03.2023

„ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „ქრონიკაში" გამოეხმაურა.

„გამოვეხმაურები იმ პროცესებს, რომელიც დიდად სასიამოვნო არ იყო, ვგულისხმობ საკომიტეტო მოსმენებს, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი იყო და არ იყო დაპირისპირების გარეშე. ვნახეთ იქ იყო ისტერია, ბრალდებები, იარლიყების ჩამოკიდება, მაგიდების აყირავება. ასევე იყო მეორე კომიტეტიც. არანაკლებ დაძაბული იყო პარლამენტში სესია, სადაც იყო კანონპროექტის განხილვა, რასაც მოჰყვა შემდეგ აქცია. ვფიქრობ, თუ ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებების მოზიარე ვართ, უნდა მოვახერხოთ სიმშვიდის შენარჩუნება და მსჯელობაში შესვლა და არა ის, რომ დავგეგმოთ ისე, რომ მსჯელობაში არ უნდა შემოვიდეს ოპონენტი, რადგან მისი ჩამოკიდებული იარლიყი არგუმენტებმა არ წაშალოს. სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც არის როდესაც ქუჩის აქციები იმართება, მაგრამ ჩვენთან რატომღაც ნებისმიერ თემაზე აქცია გაიმართება თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ეღვიძებათ ჟინი ხელისუფლებაში დაბრუნების, თუ ხელისუფლების ხელში ჩაგდების და პოლიტიკურ სცენაზე ადიან და იწყება აურზაური. ჩვენი მხრიდანაც, როდესაც ემოციურია ვითარება, ჭარბად გიწევს ემოციის გამოვლინება. ვისარგებლებ შემთხვევით და თუ რამე მსგავსი მქონდა და ალბათ მქონდა, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას აბსოლუტურად. არ შეიძლება ეს გადაიზარდოს იმ ძალადობაში, რაც გუშინ ვიხილეთ: ქვების სროლა, „მოლოტოვის კოქტეილების" გამოყენება, ფეთქებადსაშიში ნივთიერებების და ა.შ", - განაცხადა დეპუტატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×