რეზონანსი
08.03.2023

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისის მთავარ სამმართველოში გუშინდელ აქციაზე დაკავებულები მოინახულა. იოსელიანის თქმით, მათ შორის იყო პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძეც, რომელსაც მისი თქმით, გარეგნული დაზიანებები აღენიშნება.

„მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ იმყოფება, იზოლატორში. 25-ია დაკავებული. ყველა მათგანთან მქონდა პირისპირ საუბარი და მოვისმინე, რა გარემოებებში მოხდა მათი დაკავება. რამდენიმე მათგანს აღენიშნება გარეგნული დაზიანებები. მოვინახულე რა თქმა უნდა ზურა ჯაფარიძე. მასაც აღენიშნება გარეგნული დაზიანება. ყველამ განაცხადა, რომ ექიმმა მოინახულა ისინი და ამის გარდა, რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ აბსოლუტურად მოულოდნელად და გაურკვეველ პირობებში დააკავეს. საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ იმ აქციასთან. ერთმა საერთოდ გამვლელი ვიყავიო, მტაცეს ხელი და ჩამსვეს მანქანაშიო", - განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის თქმით, ყველაზე სერიოზული დაზიანებები ზურა ჯაფარიძეს აქვს.

„დაზიანებები ყველაზე სერიოზული, რაც მე ვნახე ეს ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება. სხვებს ასე სერიოზულად არ აქვთ ვიზუალურად, თუმცა ამაზე ექიმებმა შესაბამისი დასკვნა უნდა დაწერონ და გაირკვევა", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×