რეზონანსი
08.03.2023

პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის შედეგები ასეთია: „ქრონიკის“ ინფორმაციით, დაკავებულია 50-მდე მოქალაქე, დამწვარია ავტომობილები, ჩამსხვრეულია საკანონმდებლო ორგანოს ფანჯრები.

დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველები, დაზიანებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა და აღჭურვილობა.

რაც შეეხება დაკავებულებს, კონკრეტული ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები. მათ შორის არის „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×