რეზონანსი
07.03.2023

პარლამენტში, აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე რამდენჯერმე იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება. ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტებს მწვავედ აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ისინი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლას ხელს უშლიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კანონპროექტებს "პუტინისტურ კანონებს" უწოდებს.

"ვეღარც მალავთ, პირდაპირ რუსულად საუბრობთ, ეს რუსული პუტინისტური კანონი გამოგაქვთ, მერე ფარულად, ჩუმად აკეთებთ ამ ყველაფერს. მაგრამ, ერთი რამ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ხალხი ამას არ გაპატიებთ. ახლა რომ ბევრნი ხართ, ხელების გადაგრეხვით აქ სპეცრაზმი რომ გვყავთ მოყვანილი, რომ ამას მაინც გაიტანთ, იმას არ ნიშნავს, რომ ისტორია არ შეგაფასებთ, მერე არ შეგრცხვებათ თქვენი მომავალი თაობის," - ამბობს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა, ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, თუკი საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

"არ გაინტერესებთ არც ფეხბურთელების ხმა, არ გაინტერესებთ არც საფეხბურთო კლუბების ხმა, არც ადამიანების, არც მეცნიერების. რატომ არ გაინტერესებთ ამ ადამიანების ხმა და რას ეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს, ვინც დარჩება პირისპირ სიღარიბესთან, გაჭირვებასთან და ევროკავშირის გარეშე. იღებთ თუ არა თქვენ თავზე პასუხისმგებლობას, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო?" - აცხადებს ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის საპასუხოდ, განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელმა, გურამ მაჭარაშვილმა.

"ჩვენ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველაფერზე. ჩვენ ხალხის ძალამ იმაზეც კი ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ გამოვედით ქართული ოცნებიდან, ავიღეთ ეს მოჭარბებული პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ამას ყოველთვის გავაკეთებთ," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×