რეზონანსი
07.03.2023

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზედენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ შედეგებს აქვეყნებს

„სამეზობლო რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა ინფლაციის, საპროცენტო განაკეთების, უმუშევრობის მაჩვენებლებისა და ეკონომიკური ზრდის მიხედვით ასე გამოიყურება:

ორი წელიწადი გავიდა პანდემიის გამოცხადებიდან და მოდით გადავხედოთ, თუ რა მაჩვენებლები გვაქვს, ასე თუ ისე დაძლეული კორონაეკონიმიკისა და რეგიონში სამხედრო სპეციალური ოპერაციის პირობებში, ინფლაციის, საპროცენტო განაკვეთების, უმუშევრობისა და ეკონიმიკური ზრდის 2023 წლის იანვრის მდგომარეობით.

საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 2023 წლის იანვრის თვეში თვეში 9.4% შეადგინა, ხოლო საბაზო ინფლაციამ, 2023 წლის იანვრის მონაცემებით, 7.7%. უმუშევრობა ბოლო მონაცემებით 16.1%-ს გაუტოლდა, მოქმედი საპროცენტო განაკვეთი კი 11%-ია, ეკონომიკირი ზრდა 10.1%

აზერბაიჯანში 2023 წლის იანვრის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 13.6% შეადგინა, სამომხმარებლო ინფლაცია 17.5%, უმუშევრობის დონე 7%-ის ფარგებშია და ქვეყანაში მოქმედებს 8.5%-იანი საროცენტო განაკვეთი. ეკონიმიკური ზრდა 4.6%-ია (2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით)

სომხეთში 2023 წლის იანვრის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 8.1%, სამომხმარებლო ინფლაციამ 9.4%, საბაზო ინფლაცია 2023 წლის იანვრის მონაცემებით 9.1%-ია, უმუშევრობის დონე (2022 წლის მე-3 კვარტლის) მონაცემებით 11.6%-ია. ქვეყანაში მოქმედებს 10.75% -იანი საპროცენტო განაკვეთი. ეკონომიკური ზრდა 12.8%-ია (2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით)

რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის იანვრის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა, სამომხმარებლო ინფლაცია 10.16%-ია, საბაზო ინფლაცია კი 13.72%. უმუშევრობამ 2022 წლის დეკემბრის მონაცემით 3.7% შეადგინა, ქვეყანაში მოქმედებს 7.5%-იანი საპროცენტო განაკვეთი. ეკონომიკური ზრდა 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით -3.7%.

თურქეთში 2023 წლის იანვრის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციის დონემ 57.68 % შეადგინა, საბაზო ინფლაცია 52.97%-ია,ხოლო სამომხმარებლო ინფლაცია 71%. 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, უმუშევრობა 10.3%-მდეა გაზრდილი და ქვეყანაში ამ დოისათვის მოქმედებს 8.5% იანი საპროცენტო განაკვეთი. ეკონომიკური ზრდა 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 3.9%-ია.

ამრიგად, ზემითხსენებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლიური ინფაციის მაღალი დონით, თუ ავიღებთ სამეულს, პივრველ ადგილზე თურქეთია - 57.68%-ით, მეორეზე აზრბაიჯანი - 13.6%-ით და შემდეგ რუსეთი 11.8%-ით.

უმუშევრობის მაჩვენებლების მიხედვით, რეგიონში კვლავ ლიდერობს საქართველო - 16.1% ით, შემდეგ სომხეთია 11.6%-ით და თურქეთი - 12,2%-ით.

საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, რეგიონში ყველაზე მაღალი განაკვეთით საქართველოა (11%), შემდეგ სომხეთი (10.75%) და აზერბაიჯანი და თურქეთი (8.5%).

ეკონომიკური ზრდის მიხედვით რეგიონში ლიდერობს სომხეთი 12.8% ით, შემდეგ საქართველი 10.1% ით და მესამე ადგილზე 4,6% ით აზერბაიჯანია", - აცხადებს ნიკა შენგელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×