რეზონანსი
07.03.2023

დღეს არის პრინციპების განხილვა ანუ, უნდა გააკეთოს თუ არა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა დეკლარაცია იმის თაობაზე, რა წყაროდან რა თანხას იღებს და რა მიზნით არის ეს თანხა გამოყოფილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში" განაცხადა.

„პრინციპზეა შეთანხმება და შემდეგ როდესაც ეს პრინციპი შეთანხმდება, იგზავნება ვენეციის კომისიაში. ეუთო/ოდირში და იქიდან გადაწყვეტილების ჩამოსვლისას, ალბათ საშემოდგომო სესიაზე იქნება ეს საკითხი განხილული. გვაინტერესებს, რა მოტივი აქვს, რომელიმე ორგანიზაციამ, თუნდაც მაგალითად, გიგა მაქარაშვილმა ან ბაია პატარაიამ, არ წარმოადგინოს ასეთი ინფორმაცია, რომელიც პრაქტიკულად გარკვეულ გარკვეულ მონაკვეთშიც კი საკმაოდ მცირე ძალისხმევას მოითხოვს. ხომ არ არის მოტივი ის, რომ დაფინანსებას აქვს სხვა მიზანი? აბსოლუტური დეზინფორმაციაა, რომ თითქოს ეს კანონპროექტი ეხება ახალგაზრდებს, თითქოს შეაჩერებს შშმ პირებისთვის დახმარებას, თითქოს გააჩერებს პროგრამებს, რომელი საოკუპაციო ხაზთან საკმაოდ კარგად მუშაობს, თითქოს ეს პირდაპირ დაუპირისპირდება სპორტს, თითქოს დაუპირისპირდება მეცნიერებას", - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×