რეზონანსი
07.03.2023

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელმა, გურამ მაჭარაშვილმა დეპუტატებს მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტების შინაარსი გააცნო.

მისი განმარტებით, ამ კანონის მიღების ერთადერთი მიზანი გამჭირვალობის უზრუნველყოფაა.

"პირველი, რაც არის ამ კანონპროექტის მიზანი, ეს არის ინფორმირებული მოქალაქე. თუ ვინმე იქნება წინააღმდეგი ამ კანონპროექტის, უნდა ახსნას, რატომ არის წინააღმდეგი რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და რატომ არის წინააღმდეგი, რომ იყოს ფინანსური გამჭვირვალობა იმ აიპების და მედია საშუალებების, რომლებიც ფინანსდებიან უცხოური ძალის მხრიდან, ამ შემთხევაში, 20%-ზე მეტით. ნებისმიერი დემოკრატიის პრინციპი, ნებისმიერი ასოცირების შეთანხმების პუნქტები და ა.შ. აცხადებენ იმას, რომ პირველი, რაც უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის საჯაროობა და რაც ყველაზე მთავარია, ინკლუზიურობა, ანუ საზოგადოების ჩართულობა. ეს კანონპროექტი არ შეეხება ფიზიკურ პირებს, არ შეეხება ყველა იურიდიულ პირს, არამედ შეეხება მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ და მედია საშუალებებს, რომლებიც ფინანსდებიან 20%-ზე მეტით უცხოური ძალის მხრიდან. ამავდროულად, განსხვავებით ამერიკული პროექტისგან, სანქციები აქ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმები და არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 5 წლამდე ვადით, რომელიც არის ამერიკულ კანონპროექტში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×