რეზონანსი
07.03.2023

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე", ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კანონპროექტზე ამერიკის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ როგორც აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს სხვა კანონი, რომელიც პირველ პროექტზე ასჯერ უფრო მკაცრია.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც აღმოჩნდა, მოქმედებს არა ეს კანონი რაზეც არის ახლა მთავარი აქცენტი, არამედ სხვა კანონი, რომელიც ასევე იდენტური იხილება პარლამენტში, რომელიც არის პირველ პროექტზე ასჯერ უფრო მკაცრი. როგორც თავიდან ვიცოდით რასაც ვიგებთ, თავიდან სწორედ პირველი მსუბუქი ვარიანტი დაინიცირდა. ამერიკული კანონი ამერიკული არ არის რას ნიშნავს მე არ მესმის, ქართული კანონი ქართული არ არის ესეც არ ვიცი რას ნიშნავს. მე აქამდე ვიცოდი, რომ ეს ადამიანები, ვინც ეს პროექტი შექმნა და დააინიცირა- ბატონი სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, ქალბატონი ეკა სეფაშვილი და სხვები, ვიცოდი რომ ქართველები არიან, მგონი სწორად მგონია. დღეს გვეუბნებიან რომ მარტო ესენი კი არა, თქვენ ყველანი რუსები ხართ, ამ დროს რუსულად გამარჯობა როდის ვთქვით აღარც გვახსოვს, ჩვენი შორეული ბავშვობის ნაწილია ეს ყველაფერი. არც მათზე ნაკლები დასავლური განათლება გვაქვს რომელიმეზე და მგონია რომ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის შვილებმა, ქართველებმა, პროქართველებმა და არ მინდა ვიფიქრო, რომ ვიღაც პროქართველობას არ გვპატიობს, რაღაცები ჩვენც ვიცით, რაღაცები ჩვენც გვსმენია. ამიტომ უნდა დავიჯეროთ ალბათ მთელმა ქვეყანამ ჩვენივე ძალების, რომ რაღაც ჩვენც შეგვიძლია. რა თქმა უნდა სტრატეგიულ პარტნიორს უნდა ვკითხოთ აზრი, როგორც აქამდე ვაკეთებდით და ვიყოთ თანამშრომლობაში, ოკუპანტი ოკუპანტია და დეოკუპაციისთვის უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, როგორც ამას ვაკეთებდით, მაგრამ ეს აღრევა ყველაფრის ბოლოს იქამდე მივა საქმე, რომ ჩვენ არ მოვწონვართ ვიღაცას, როგორც მაგალითად ხანდახან დედამთილს არ მოსწონს რძალი და რა ქნას ახლა ამ რძალმა, გამოაცხო ერთი ხაჭაპური, ორი ხაჭაპური, მაინც არ მოსწონს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×