რეზონანსი
07.03.2023

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც.

ამასთან, სალომე სამადაშვილი ამტკიცებს, რომ უკონკურენტოდ ომბუდსმენის არჩევა არ იქნება ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება.

"დანიშვნის პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური. ამ პროცესში ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. "ქართულმა ოცნებამ" მოიგონა პროცესი, რომელში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა და რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა.

დღეს უკონკურენტოდ ერთი ადამიანის დამტკიცება სახალხო დამცველის პოსტზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაერთ კვალიფიციურ კანდიდატს უარი ვუთხარით- იმიტომ, რომ როდესღაც პოლიტიკური შინაარსის პოსტი ჰქონდა დაწერილი და დღეს ამტკიცებთ ამ პოსტზე პოლიტიკური პარტიიდან მოსულ კანდიდატს. მსურს ვთქვა, რომ არ იქნება ეს ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტმა, ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანი აირჩია. მას ხმა 96-მა დეპუტატმა მისცა.

ამ დრომდე საქართველოს ომბუდსმენი არ ჰყავდა. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ, ომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×