რეზონანსი
07.03.2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი „ევროპის სახალხო პარტია", ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის ანალოგის მიღების ინიციატივით გამოდის. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების და მესამე ქვეყნების აქტორების გავლენებისა და საქმიანობის მონიტორინგში ცუდი რომ არაფერია, აღნიშნული ფაქტიც მეტყველებს.

"არ და ვერ გამოვა ყალბი აჟიოტაჟის გამოწვევა ჩვენ ქვეყანაში. არ და ვერ იქცევა აგენტების ამერიკული კანონი პროტესტის გამომწვევი, რადგან ამაში ცუდი არაფერია. და ის ფაქტი, რომ ამერიკულ კანონს ევროპარლამენტში სწორედ ნაცმოძრაობის ლობისტი "ევროპის სახალხო პარტია" აინიცირებს, სწორედ ამაზე მეტყველებს!!!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×