რეზონანსი
07.03.2023

ჩვენს შორის ვინც ეკლესიას ებრძვის ეს, თქვენ ხართ! გახსოვთ, სუს-ის კრებსები? თქვენ რომ ჩაწერეთ და გადაუღეთ სასულიერო პირებს,- ასე მიმართა მმართველ გუნდს „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, მმართველი გუნდი „რუსული საქმის გამკეთებელია".

„ ეს რაღაც რუსული ნარატივი, რომ ვინც ეკლესიას ებრძვის იმ ხალხს ვამხელთ ამ კანონითო...ვინ ებრძვის ეკლესიას? ეკლესიას ებრძვით თქვენ! ჩვენს შორის ვინც ეკლესიას ებრძვის ეს, თქვენ ხართ! გახსოვთ, სუს-ის კრებსები? თქვენ რომ ჩაწერეთ და გადაუღეთ სასულიერო პირებს. აღსარების საიდუმლო გამოიტანეთ. თქვენ ჩაწერეთ და თქვენ მიაყენეთ ეკლესიას დიდი ზიანი და არა ჩვენ. თქვენ ხართ რუსული საქმის გამკეთებლები, თქვენ ხართ ეკლესიის მტრები, უსამშობლოები. ამის შემდეგ გამოდის ვინმე და ამბობს: „ამერიკულ კანონს ვიღებ",- აღნიშნავს მანჯგალაძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×