რეზონანსი
07.03.2023

გიორგი ბედიაშვილის მამა ცოტნე თვარაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს, მაგრამ დანაშაულის მოტივი უცნობია. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

“ბრალი გიორგი ბედიაშვილს, ოფიციალურად, გუშინ წარედგინა, 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. არ უარყოფს დანაშაულს, მაგრამ მოტივს ვერ ხსნის, რატომ ჩაიდინა. ჩემთვის ცნობილია და მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობასაც გადიოდა. დაცვის მხარე მოვითხოვთ, რომ ნებაყოფლობითი მკურნალობის საშუალება მიეცეს და გირაოს პირობებში, თუ შესაძლებელი იქნება, რომ დარჩეს.

მამაოსთან, როგორც ამბობს, ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ შემდეგ, ამბობს, რომ მამაოს ხმით ხმები ჩაესმოდა და გრძნობდა, რომ “რაღაცა საფრთხე ემუქრებოდა”, – ამბობს ადვოკატი დალი ბარბაქაძე.

დეკანოზის მეუღლის, ნათია თვარაძის ინფორმაციით, დაჭრილი მღვდელი ახლა კონტაქტურია, თუმცა თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

“მეც დავდივარ იმ ტაძარში, მეც მრევლი ვარ, ეს კაცი არასოდეს მინახავს, მრევლი არ არის, უბრალოდ, შეიძლება იცნობდა, მაგრამ არანაირი ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა ამ ადამიანთან,” – ამბობს თვარაძე.

სასულიერო პირი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×