რეზონანსი
06.03.2023

"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კადრები, ბიზნესცენტრთან მომხდარი სროლიდან რამდენიმე წამშია გადაღებული. მასალაში დაჭრილი, 50 წლის მამაკაცი ჩანს. მას სასწრაფოს მისვლამდე სამედიცინო დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, დაჭრილი მამაკაცი ალექსანდრე გამჯაშვილია, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბიზნესცენტრის შენობის მეწილე. თავდამსხმელმა გამჯაშვილის მისამართით 5-ჯერ ისროლა და 50 წლის მამაკაცი ფეხში დაჭრა.

შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დღის საათებში მოხდა, დაჭრის ფაქტს თვითმხილველიც ბევრი ყავს. მოწმეები "კურიერთან" ყვებიან, რომ გარეთ სროლის ხმაზე გამოვიდნენ. ალექსანდრე გამჯაშვილს იცნობენ, თუმცა რა მოტივით გაუსწორდნენ მას, ამის შესახებ არაფერი იციან.

ბიზნესცენტრის ერთ-ერთი მეწილის დაჭრის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ალექსანდრე გამჯაშვილი შენობის ეზოში გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაცვის ჯიხურში მყოფმა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ადგილი დატოვა.

პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. ოფიციალური ინფორმაციით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ერთი პირია დაკავებული.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×