რეზონანსი
06.03.2023

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საგანგებო განცხადება ავრცელებს:

"90-იან წლებში, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და ჩვენმა ხალხმა, გადავიტანეთ ურთულესი სამოქალაქო ომების მთელი ტალღები, სადაც ათიათასობით ქართველი ქართველის ხელით დაიღუპა. სულ მეგონა, რომ ეს უახლოესი ისტორიული მეხსიერება დაგვიცავდა ანალოგიური შეცდომებისგან, რომ 90-იანი წლების ომები, ერთგვარი ვაქცინის როლს შეასრულებდა, რათა იგივე შეცდომები არ დაგვეშვა.

ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო  გამეზარდა შეგრძნება, რომ დაგვავიწყდა, რა გამოვიარეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ. არც კი  მსურს ვიფიქრო, რა შეიძლება მოხდეს - რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპოს საქართველოში და საბოლოოდ დაინგრეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და საინტერესოც კი არ არის, რატომ.

ჩვენ, პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ, ყელაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სამოქალაქო ომი, რომელსაც ქართველ ხალხს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი სთავაზობენ, თავიდან ავირიდოთ.

2024 წელს, ქართველმა ხალხმა არჩევნებით უნდა შეცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რაც ერთადერთი გზაა, ჩვენს ქვეყანაში დამანგრეველი ომის თვიდან ასარიდებლად", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×