რეზონანსი
05.03.2023

„კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად არის ბრძოლისთვის ისე, როგორც არასდროს.

„ყველა შევჯერდით, რომ უნდა ვიბრძოლოთ. დათმობას არ ვაპირებთ. ხალხის ძალა არის ის მრავალათასიანი გამოსვლები, რომელიც ზაფხულში გამოვიდა, ხალხის ძალაა, ის მრავალათასიანი მედასავლეთეების გამოსვლა, რომელიც 1 კვირის წინ გამოვიდა. ხალხის ძალაა ის, ვინც რეფერენდუმი ჩაატარა და კურსი აირჩია. ყაველაშვილის და ხუნდაძის ხალხის ძალა არ ვიცი. 5 - კაციანი ხალხის ძალა არ არსებობს. ოპოზიცია, როგორც არასდროს ისეა მომზადებული ერთ "მესიჯზე", ბრძოლისთვის ვართ განწყობილები... მე ცუდი სიტყვების თქმა არ შემიძლია, ეს არ არის ჩემი ფორმატი, ეს ყაველაშვილის თემაა. რაც შესული ვართ პარლამენტში, მხოლოდ მისი თანხმოვნების გვესმის", - განაცხადა ჩარკვიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×