რეზონანსი
05.03.2023

შემზარავი დანაშაული იმერეთის ერთ-ერთ სოფელში - რამდენიმე დღის წინ, ჩვილის ცხედარი ბოსელში იპოვეს, დედა მეშვიდე კლასელია, რომელიც სიკვდილს თავადაც სასწაულით გადაურჩა.

13 წლის გოგონას მამა, 36 წლის კაცმა დაადასტურა, რომ საკუთარი შვილიშვილის ცხედარი ბოსელში შეინახა. რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი კაცის მტკიცებით მან საპირფარეშოში იპოვა.

"ტუალეტში ვნახე, ამოვიღე, საღორის თავზე შემოვდე, რომ არაფერს შეეჭამა. ბავშვი გავრეცხე, პარკში ჩავდე" - აცხადებს მეშვიდე კლასელი გოგონას მამა. 

გოგოს მამის მტკიცებით, 9 თვის განმავლობაში 13 წლის გოგონას ორსულობა ვერ შეამჩნია და ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც საპირფარეშოში შესულს ძირს დაგდებული ჩვილი დახვდა.

არასრულწლოვნის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, სამედიცინო კვლევებით მშობიარობის ფაქტი დადასტურდა  და კლინიკამ  ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბავშვმა გამომძიებლებს შოკისმომგვრელი ჩვენება მისცა. არასრულწლოვანმა პოლიციას უთხრა, რომ მას სექსუალური კავშირი 2 არასრულწლოვანთან ჰქონდა. ერთი კი მისი მოგვარე და 16 წლის ბიძაშვილია.

არის თუ არა ჩვილის მკვლელობის თანამონაწილე,  13 წლის მშობიარის მამა - ახლა ეს გამოძიებისთვის მთავარი კითხვაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×