რეზონანსი
04.03.2023

მე მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერს იზამენ ამ კანონის მისაღებად - აცხადებს ენმ-ს დეპუტატი ანი წითლიძე ორშაბათს, პარლამენტში დაგეგმილ იურიდიულ კომიტეტსა და პროტესტთან დაკავშირებით.

"შაბათის მთავარის" ეთერში საუბრისას წითლიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის შენობა საერთოდ ჩაკეტოს და დეპუტატების გარდა იქ არავინ შეუშვას:

"მე მოლოდინი მაქვს, რომ უარესს იზამენ. გრძნობდნენ ამ კომიტეტზე, რომ დაჩაგრულად გამოიყურებოდნენ ჩვენს ფონზე, ამიტომაც მოლოდინი მაქვს, რომ იზამენ უარესს, შეეცდებიან საერთოდ ჩაკეტონ პარლამენტი და არ შეუშვან არავინ, მარტო დეპუტატები შეგვიშვან. ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ. ფიზიკურად უნდა ვიბრძოლოთ, ახლა ვართ სწორედ მაგ ეტაპზე, როდესაც გვიწევს ჩვენი ევროპული მომავლის გადარჩენა, მზად ვართ რომ ფიზიკური წინააღმდეგობაც გავუწიოთ, ამის არ გვეშინია" ამბობს წითლიძე.

დეპუტატი მოქალაქეებსაც მიმართავს და მოუწოდებს, დადგნენ ერთად და გააცნობიერონ ის საფრთხე, რასაც რუსული კანონის მიღება ქვეყანას მოუტანს:

"ვიბრძოლებთ ფიზიკურად, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან ბენეფიციარები დასავლური გრანტების, ყველა ერთად არ დადგება და არ გააცნობიერებს იმას, რომ მათი წინააღმდეგობა არის მნიშვნელოვანი და ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია, სულ რომ შევაკვდეთ კომიტეტზე, მაინც ვერ ვიზამთ ვერაფერს თუ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებისგან არ ნახავს წინააღმდეგობას" ამბობს წითლიძე.

შეგახსენებთ, რუსული კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ კომიტეტზე ორშაბათს გაგრძელდება. სხდომა 10 ის ნახევარზეა დანიშნული. პარალელურად უკვე დაანონსდა აქცია დილის 9 საათისთვის.

ეს იქნება ბოლო საკომიტეტო მოსმენა. სავარაუდოდ სამშაბათს, ან ხუთშაბათს მმართველი უმრავლესობა კანონპროექტს პლენარული სესიის კენჭისყრაზე გაიტანს და პირველი მოსმენით დიდი ალბათობით მხარსაც დაუჭერს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×