რეზონანსი
04.03.2023

რატომ უნდა იყოს საქართველოში, რომლის კონსტიტუციური ვალდებულებაა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არათუ ხელი შეუწყოს, მიჰყვეს და ამ მიზნით უშველებელი, პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული, რატომ უნდა უნდა სურდეს ან რა აუცილებლობა უნდა ექმნებოდეს, რომ ამ რუსულ ნარატივს მიჰყვეს? - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში" განაცხადა.

„ასე, რომ სიტყვა „რუსული კანონი" მოგონილი და თითიდან გამოწოვილია. როდესაც ვლაპარაკობთ გამჭვირვალობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის საკმაოდ მძლავრი მექანიზმი არსებობს საქართველოში და აღარ არის ისეთი საზოგადოება, რომელიც საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ შეიქმნა. საქართველოში განვითარებული საზოგადოებაა და ზუსტად შეაფასებს, ვინ რას წარმოადგენს და ხარჯავს თუ არა იმ მიზნობრიობით, რისთვისაც ეძლევა თანხა", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×