რეზონანსი
04.03.2023

კანონში, არავითარი ხელშემშლელი, შემზღუდავი ბარიერები და ნორმები გათვალისწინებული არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში" „აგენტების ამერიკულ კანონზე" საუბრისას განაცხადა.

„არსებობს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ევროპის საბჭოსი, რომელიც რეკომენდაციას აძლევს ქვეყანას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ თავისი შემოსავალი წყარო გამოაქვეყნოს და ის მიმართულებები, რომელშიც ის ამას ხარჯავს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ქვეყნის სახეს, მხოლოდ პარტიები არ წარმოადგენენ - მთავარი საზოგადოებაა.

ნებისმიერი ორგანიზაცია, არასამეწარმეო იურიდიული პირი ვალდებულია, საზოგადოებას უთხრას ვისგან აქვს მიღებული ეს თანხა და რა პროგრამები არის ამ თანხებით დაფინანსებული. მეტი ამ კანონპროექტში არაფერი წერია. მაგრამ არის მეორე კანონპროექტი, ამერიკული ანალოგი, რომელზეც დავა მიდის, რომ შესაძლოა ეს გამოვიყენოთ ისე, როგორც გამოიყენეს რუსეთში", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პროტესტი პარლამენტში, პარლამენტს გარეთ და უკმაყოფილო განცხადებები დასავლეთიდან - ასეთ ფონზე ჩატარდა თავდაცვისა და საგარეო კომიტეტების სხდომა, რომელზეც „აგენტების ამერიკული კანონი" უნდა განეხილათ. ეს პროცესი ორშაბათს იურიდიულ კომიტეტზე გადაინაცვლებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×