რეზონანსი
04.03.2023

ლევან იოსელიანის პროფესიონალიზმში დარწმუნებულია ნინო წილოსანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ საბოლოო სიტყვას, იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" გუნდი ერთიანად დააფიქსირებს.

„ლევან იოსელიანთან დაკავშირებით ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს, ის არაჩვეულებრივი ადამიანი და კეთილსინდისიერი პარლამენტის წევრია. ვიცი, მისთვის ადამიანის უფლებები რამდენად მნიშვნელოვანია. გუნდი თავის პოზიციას ერთიანად დააფიქსირებს", - აღნიშნა ნინო წილოსანმა. .

პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების" თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×