რეზონანსი
04.03.2023

დაბა ჩაქვში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი პირი კი მძიმედ და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი ბა­თუმ­ში კლი­ნი­კა „მე­დცენ­ტრშია" გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი ქე­დე­ლი ახალ­გაზ­რდა დათო კა­კა­ბა­ძეა.

„გა­მოგ­ვაკ­ლდა ღი­მი­ლის ბიჭი" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა დაბა ჩაქვში ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, იგი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა.

„წვი­მი­ა­ნი ამინ­დი იყო, და­ვი­ნა­ხეთ, რომ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სწრა­ფად მოძ­რა­ობ­და, უცებ მან­ქა­ნა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა. სას­წრა­ფოდ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ვუ­ახ­ლოვ­დით მან­ქა­ნას. ერთ-ერთ ბიჭს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, პულ­სი არ ესინ­ჯე­ბო­და. ეგ­რე­ვე მივ­ხვდით რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყო. მე­ო­რე თან­ხმლე­ბი ბიჭი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. და­ვუ­რე­კეთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას და გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, ორი­ვე ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ, 20 წლამ­დე იქ­ნე­ბოდ­ნენ" - გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­ველ­მა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×