რეზონანსი
04.03.2023

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ უკრაინაში 200 000 რუსი სამხედრო და 1 800 ოფიცერია მოკლული. ამის შესახებ განცხადება კრისტოფერ კავოლიმ ჰამბურგში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაციას „შპიგელი" ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის წარმოუდენელი მასშტაბებისაა.

კავოლის განცხადებით, რუსეთმა უკვე დაკარგა 2000 ტანკი და რუსეთის არმია ყოველდღიურად საშუალოდ 23 000 საარტილერიო ჭურვს ხარჯავს.

კავოლი მიიჩნევს, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნატო ახალ რეალობასთან უნდა ადაპტირდეს.

„ვინმე თუ მოდის ტანკებით, თქვენ ასევე უნდა გქონდეთ ტანკი, თუმცა ცივი ომის ერთ-ერთი გაკვეთილი უკავშირდება იარაღის სიზუსტეს. ეს არის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია სამხედრო წარმოების სიმძლავრე. ომს ის იგებს, ვინც უფრო სწრაფად აწარმოებს იარაღს", - განაცხადა კავოლიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×