რეზონანსი
04.03.2023

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა დადებითად შეაფასა ბაკურიანში მიმდინარე ჩემპიონატი და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს, რათა გახდეს ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანად.

„მსოფლიო ჩემპიონატი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ ყველაფერი, მათ შორის ინფრასტრუქტურა, კარგი სასრიალო ტრასები, რომ გახდეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა. საქართველომ პირველად ჩაატარა ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი და ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული ძალიან კარგი რეზულტატი. თქვენ დააგროვეთ გამოცდილება და უნდა იამაყოთ. ამას ხშირად გავიმეორებ, რომ ამაყი უნდა იყოთ იმ სამუშაოებისთვის და იმ შედეგებისთვის, რაც თქვენ მოიტანეთ", - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მიშელ ვიონმა.

მეჩვიდმეტე დღეა, ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია, სადაც წლის მთავარი სპორტული მოვლენა - მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში. ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დღეს დასრულდება სპორტული ნაწილი, სადაც საქართველო დროშას გადასცემს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას - შვეიცარიას, ხოლო 5 მარტს, 19:00 საათზე, ჩემპიონატის სოფელში, 25-იანების ტერიტორიაზე დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×