რეზონანსი
04.03.2023

რუსეთისა და უკრაინის სამხედროები ქალაქ ბახმუტის ქუჩებში ბრძოლას აგრძელებენ, - ამის შესახებ ბახმუტის ვიცე-მერმა, ოლექსანდრ მარჩენკომ „ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ბახმუტის ვიცე-მერმა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსები ქალაქს სრულად არ აკონტროლებენ.

ოლექსანდრ მარჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ბახმუტში ამ დრომდე რჩება 4 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. მისი ინფორმაციით, მოქალაქეები თავშესაფრებში ცხოვრობენ და მათ არ აქვთ ბუნებრივი აირი და წყალი.

მარჩენკოს თქმით, ბახმუტში ყველა შენობა დანგრეულია და რუსებს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ, უკრაინელი ხალხის გენოციდი.

„ამჟამად ქალაქთან კომუნიკაცია გაწყვეტილია. ის გარესამყაროს მოწყდა. ყველა ხიდი დანგრეულია. რუსები ყველაფრის განადგურების ტაქტიკას მიმართავენ", - განაცხადა მარჩენკომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×