რეზონანსი
04.03.2023

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში სამ დოკუმენტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პირველია ამერიკაში მოქმედი კანონი ინგლისურ ენაზე, მეორე - ამერიკაში მოქმედი კანონი ქართულ ენაზე და მესამე - ამერიკული კანონის გაცილებით ლიბერალური ვერსია.

როგორც იონათამიშვილი Facebook-ზე წერს, ეს ორი ინიციატივა შემოიტანა „ხალხის ძალამ" კანონის პროექტების სახით, ამას ეძახიან „რუსულ კანონს", სინამდვილეში „რუსულიც" ტყუილია და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც. სწორია, ამერიკული და სწორია კანონის პროექტები.

მისივე თქმით, ამ დონის ფეიკზე დგას არა მხოლოდ ომის პარტია, არამედ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებსაც მოსწონთ, „გავლენიანს" რომ უწოდებენ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიჩნევენ მეორეხარისხოვნებად.

„ვაქვეყნებ სამ დოკუმენტს, მათგან: 1. ამერიკაში მოქმედი კანონი ინგლისურ ენაზე.

2. ამერიკაში მოქმედი კანონი ქართულ ენაზე.

3. ამერიკაში მოქმედი კანონის გაცილებით ლიბერალური ვერსია.

ეს ორი ინიციატივა შემოიტანა „ხალხის ძალამ" კანონის პროექტების სახით. ამას ეძახიან „რუსულ კანონს", სინამდვილეში „რუსულიც" ტყუილია და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც. სწორია, ამერიკული და სწორია კანონის პროექტები და მსგავს საკითხებზე, EPP-ის ინიციატივით, ინკლუზიური დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირშიც.

აი, ამ დონის ფეიკზე დგას არა მხოლოდ ომის პარტია, არამედ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებსაც მოსწონთ, „გავლენიანს" რომ უწოდებენ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიჩნევენ მეორეხარისხოვნებად", - წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×