რეზონანსი
03.03.2023

პოლონელი ევროპარლამენტარი, დომინიკ ტარჩინსკი ამბობს, რომ კორუფციულ სკანდალში შესაძლოა ევროპარლამენტის 100 დეპუტატი იყოს ჩართული. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პოლონურ რადიო 3-თან საუბრისას განაცხადა.

ტარჩინსკი ვარაუდობს, რომ არ არის გამორიცხული, დანაშაულის მონაწილე პირთა სია გაფართოვდეს. მისი თქმით, საქმეში ახალი სახელები ჩნდება და დაკავებულია კიდევ ორი ევროპარლამენტარი.

„არსებული ინფორმაციით, ევა კაილიმ ჯამში 10 მილიონ ევროზე მეტი მიიღო მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს თანხა ნახევარი მილიონიდან 1.5 მილიონამდე იყო", - აღნიშნა ტარჩინსკიმ.

როგორც პოლონელი ევროპარლამენტარი მიიჩნევს, ევროპარლამენტში მთელი საკანონმდებლო პროცესი უნდა გადაიხედოს და ამ სკანდალის ყველა მონაწილე უნდა დასახელდეს.

მისი თქმით, უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ იდგა დანაშაულის სათავეში. ტარჩინსკი აცხადებს, რომ კვალი არა მარტო ყატარსა და მაროკოში მიდის, არამედ რუსეთშიც.

კორუფციული სკანდალის შესახებ ინფორმაცია 2022 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი.

მილიონნახევარი ევროს ოდენობის ქრთამი, მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარების ბინებიდან და სასტუმროს ნომრებიდან, ასევე მათთან დაახლოებული ორგანიზაციების ოფისების ჩხრეკისას ამოიღეს. ევროდეპუტატის იმუნიტეტმა ვერ გაჭრა. ევა კაილს, რომელიც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ახლა ყატარის ლობირებისთვის ქრთამის აღების გამოა დაკავებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×