რეზონანსი
03.03.2023

ხალხის გულწრფელი მიზანი, ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი, ზუსტად ამის გამოძახილია, რომ კონსტიტუციაში გვიწერია: ჩვენი მიზანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ხელმოწერების შეგროვება რატომღა გვჭირდება? ევროპელებმა იციან ყველა კვლევა, რომ გვინდა, დასავლური სამყაროს ნაწილი ვიყოთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „გირჩი - მეტი თავისუფლების", „დროას" და „სტრატეგია აღმაშენებელის" განცხადებაზე, რომ იწყებენ კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის".

ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ერთი ნაწილის ზემოდან ყურება თავად მათ ავნებს, რადგან მოუზომავი ამბიციები და ქედმაღლობა ყველას ვნებს.

„ოპოზიციის ნაწილის ამაო ძალისხმევაზე კრიტიკულ შეფასებას რომ ვიტყვი, სწყინთ ხოლმე და რაღაცებს გვაბრალებენ. ამ ქვეყანაში 30 წელია, კვლევა რომ ტარდება, 85 პროცენტზე ნაკლები არ ყოფილა, რომ ხალხს უნდა ევროკავშირსა და ნატო-ში. ის, რომ ხალხის გულწრფელი მიზანია, ჩვენ ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი, ზუსტად ამის გამოძახილია, რაც კონსტიტუციაში გვიწერია - ჩვენი მიზანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. მეტი რა გვინდა? ხელმოწერების შეგროვება რატომღა გვჭირდება? ევროპელებმა იციან ყველა კვლევა, რომ გვინდა, დასავლური სამყაროს ნაწილი ვიყოთ. ეს ამაო ძალისხმევა რა მიზანს ემსახურება? პირდაპირ ევროპელებს ველაპარაკოთ, რას ნიშნავს? ევროკავშირის ელჩი მოდის და მასთან ვსაუბრობთ, ბრიუსელში ჩავდივართ და ვეუბნებით, რომ მათთან გვინდა. ყელყელაობაა - გინდა თუ არა, მე ვარ მხოლოდ პროდასავლური, დანარჩენი ბნელია. მეტისმეტად იღერებენ ყელს, რომ მხოლოდ ისინი არიან პროდასავლურები. ჩემს თავზეც შემიძლია ვილაპარაკო, რომ ქართველი პოლიტიკოსების პრობლემაა - საკუთარი ჭუჭრუტანის იქით ვერაფერს ვხედავთ და მიგვაჩნია, რომ დედამიწა ჩვენ გარშემო ბრუნავს. ეს ღიმილისმომგვრელია. მოსახლეობის 85 პროცენტს სურს, რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ. ოპოზიციის ერთი ნაწილის ზემოდან ყურება ისევ მათ ავნებს - მოუზომავი ამბიციები და ქედმაღლობა ყველას ვნებს", - განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×