რეზონანსი
03.03.2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტში, „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვისას განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს „მონებს" უწოდებს.

როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მესიჯბოქსს - „არა რუსულ" კანონს, არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ხშირად გაიმეორებს, ვინაიდან მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და მხოლოდ დავალებების შესრულება შეუძლიათ.

„არა რუსულ კანონს" - დაწერა ულმობელმა ბატონმა მესიჯი სადღაც შორს, რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით და მისმა მშიერმუცელა მონებმაც აიტაცეს. კაფეში, ბარში, ფეისბუქში, ტრანსპორტში - რამდენიმე ათეული მონა ამ ფრაზას დიდხანს და ბევრჯერ გაიმეორებს. გაიმეორებს იმიტომ, რომ ამ მონებს არ აქვთ ეროვნება, არ აქვთ განათლება და პრინციპები, არ აქვთ საკუთარი აზრი და არ აინტერესებთ, რას ან რატომ ემსახურებიან. ქართველი მონა ენჯეოშნიკებისათვის მათთვის მთავარია მონური მორჩილება. დიახ, სწორედ ამ მიზნით არიან ისინი შერჩეულნი. არც ერთ ბატონს, მით უმეტეს ულმობელს, არ უყვარს, როდესაც მისი ხელქვეით - ქვეშევრდომი ეწინააღმდეგება და პასუხს უბრუნებს. სწორედ ამ კრიტერიუმით არიან მონები. დააკვირდით სახეებზე, სამნიძე, ზურიაშვილი, პატარაია, კორძაია, აბაშიძე, ბურჯანაძე, ვარდიაშვილი და კიდევ რამდენიმე ათეული და-ძმა მათნი, დააკვირდით სახეზე და ჰოი საოცრებავ, ვერაფერსაც ვერ ამოიკითხავთ. ან რა უნდა ამოიკითხოთ, როდესაც მთელი ცხოვრება ერთი რამისთვის აქვთ თავი გადადებული - იყვნენ მონები და შეასრულონ დავალებები. და თქვენ გგონიათ, რომ ამაში ბევრ ფულს უხდიან, ამად მაინც რომ უღირდეთ? არა, რათ ქმაუნდა. უბრალოდ მონები არიან. და რა ბედნიერებაა, რომ ჩვენ ქვეყანაში ამ მონათა პატრონებმა მხოლოდ ეს რამდენიმე ათეული უსამშობლო მანქურთი იპოვეს, ეს მიანიშნებს, რომ ფეხზე ვდგავართ და ღირსებისთვის ვიბრძვით." - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×