რეზონანსი
03.03.2023

გვახსოვს 2012 წლამდე რა ვითარება იყო. იქაც იყო გაცხადებული სწრაფვა ევროპისკენ, მაგრამ შინაარსი რა იყო? შინაარსი იყო ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიებში შეჭრა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებზე დასავლეთის რეაქცია რბილი იყო.

„რამე რეაქცია იყო? არაფერი. ერთი რეზოლუცია დამტკიცდა და მორჩა, ისიც ძალიან რბილი ტექსტით. ტელევიზიებში შეჭრა, ათასი უბედურება და ახლა ამ ყველაფრის შემოქმედს 27 ქვეყნის დემარშით იცავენ. ეს ხომ სირცხვილია. მართლა სირცხვილია. გეუბნებიან, მიხეილ სააკაშვილზე მეტი ზრუნვა უნდა გამოიჩინოთო. ეს ხომ ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ეს დანაშაულები არ მომხდარა, არავინ უწამებიათ, არავინ მოუკლავთ, არც „იმედში“ შემოჭრილან, არც „რუსთავი 2“ მიუსაკუთრებიათ, არც ათობით ათასი ბიზნესმენი დაუყაჩაღებიათ - არაფერი მომხდარა. ღირსება თუ არ ვაჩვენეთ, ყველაფერი უკან მოგვრჩება - სახელმწიფოც, სუვერენიტეტიც, ევროპაც“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×