რეზონანსი
02.03.2023

როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომის დასრულებამდე განაცხადა, ძალიან მძიმე შესაჯამებელია, რაც დღეს აქ მოხდა, როდესაც ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ის იქცევიან, რომ არა თუ ევროკავშირში მიგვიღებენ, საერთოდ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს თანადედამიწელებს

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომის ჩაშლას, ან პარლამენტში კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ვერასდროს შეძლებენ.

"ძალიან მძიმე შესაჯამებელია, რაც დღეს აქ მოხდა, როდესაც ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ის იქცევიან, რომ არა თუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როდესაც ასეთი პარლამენტის წევრები გყავს, საერთოდ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ მადლობა უნდა ვუთხრათ, ასე ვთქვათ, ჩვენს თანადედამიწელებს.

მათი [ოპოზიციის] ქმედება სამარცხვინოა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანას აქვს კანონები და ამ ქვეყანას ჰყავს არჩეული პარლამენტი და ვერავინ, მით უმეტეს, მათნაირი უვიცები და უინტელექტო ადამიანები, ვერავინ ვერასდროს შეძლებს, რომ კომიტეტის სხდომა ჩაშალოს, ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელოს პარლამენტში. ეს არის გამორიცხული," - განაცხადა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×