რეზონანსი
02.03.2023

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძე განმარტავს, რა ვითარებაში მოხდა პარლამენტთან აქციის მონაწილეთა დაკავება.

მისი თქმით, აქცია გადაიზარდა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებაში და პოლიციამ არა ერთხელ მოუწოდა მათ წესრიგისკენ, რის შემდეგაც შესაბამისად იმოქმედა.

მისი თქმით, აქციის 4 მონაწილის დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე მოხდა.

,,ამ ეტაპისთვის ადმინისტრაციულად ოთხი პიროვნებაა დაკავებული, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე. როგორ ხედავთ, ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, სადაც აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. მათ პოლიციამ არა ერთხელ მოუწოდა გზის გახსნისაკენ, წესრიგისაკენ, ვინც არ დაგვემორჩილა შესაბამისად იმოქმედეს. ამიტომ თითოეული აქციის მონაწილეს მოვუწოდებთ თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ. პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში უნდა გამოვხატოთ, ამის შესახებ კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ არსებობს", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×