რეზონანსი
02.03.2023

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მივმართავ ხელისუფლებას, რამდენი პოლიციელიც არ უნდა გყავდეს, რამდენი სპეცრაზმელიც არ უნდა გამოიყვანო, საბოლოო სიტყვას ამბობს უიარაღო სიმართლე და ეს სიმართლე არის ამ ხალხის მხარეს

მისივე თქმით, თითოეულმა პოლიციელმა გულის სიღრმეში ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის რუსული საქმე.

"აქ არის საქართველოს ევროპული მომავლის საკითხი. ჩვენ პოლიციელებს მივმართავთ, როდის არ შეასრულებენ ესენი უკანონო ბრძანებას? - როცა ნახავენ რუსთაველზე არის ქართველი ხალხი, ასობით ათასი ადამიანი არის ქუჩაში გამოსული, პოლიცია ხალხის მხარეს გადმოვა. თითოეულმა პოლიციელმა გულის სიღრმეში ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის რუსული საქმე. 27 ქვეყნის ელჩი იყო მოსული და გვითხრეს, რომ ამ კანონის მიღება ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას ნიშნავს. ეს არის ცხადი წყალგამყოფი. მიიღებ რუსულ კანონს - ჩავიხრჩობით რუსულ ჭაობში. მივმართავ ხელისუფლებას, რამდენი პოლიციელიც არ უნდა გყავდეს, რამდენი სპეცრაზმელიც არ უნდა გამოიყვანო, საბოლოო სიტყვას ამბობს უიარაღო სიმართლე და ეს სიმართლე არის ამ ხალხის მხარეს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×