რეზონანსი
02.03.2023

27 ქვეყანა, კონგრესმენები, ელჩები მოგვიწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გავუშვათ სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში. დავარღვიოთ კანონი, კონსტიტუცია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. თუ ეს ასე არ არის, შეგიძლიათ მიკარნახოთ, როგორ არის შესაძლებელი ამ დარღვევების გარეშე, მათი მოწოდებით, ჩვენ გავუშვათ მიხეილ სააკაშვილი?, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

„თუ ეს ევროკავშირის მოწოდებაა მე, თავისუფალ ადამიანს, პარლამენტის წევრს, მაქვს თუ არა უფლება ამას შევეწინააღმდეგო და ვთქვა, რომ ეს არ არის ევროპა? ეს არ არის ევროპული ღირებულებები. ეს პირიქითაა - ის მოწოდება, რომ მე ვინც მომიწოდებს, ადამიანის უფლებები, კანონი, კონსტიტუცია დავარღვიო და ამას მომიწოდებენ, დიახაც, მე არ მინდა ასეთი ევროკავშირი. მე არ ვამბობ, რომ ევროპა არ მინდა. მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც უკანონობას მაძალებს. ნუ ატუებთ მოსახლეობას, რომ ეგ ევროპააა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ევროპაა? სირცხვილია ეგეთი ევროპა", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×