რეზონანსი
02.03.2023

თქვენც აკრავთ სტიგმებს ჩვენს კოლეგებს, ამიტომ ეს არის მიუღებელი. სტიგმებთან სტიგმებით ბრძოლა არ გამოვა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს ხათუნა სამნიძეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კომიტეტის სხდომაზე სამნიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მიუღებელია, ქალბატონო ხათუნა, როდესაც თქვენ თქვენს კოლეგებს აყენებთ შეურაცხყოფას, გამოდიხართ ზუსტად იმის წინააღმდეგ, ამ კანონში ვითომ, სტიგმატიზაციის წინააღმდეგ. იმავეს აკეთებთ, თქვენც აკრავთ სტიგმებს ჩვენს კოლეგებს. ამიტომ ეს არის მიუღებელი. სტიგმებთან სტიგმებით ბრძოლა არ გამოვა", - განაცხადა სამხარაძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების დაშვების საკითხს და აღნიშნულზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

„ეს არის დიდი ტყუილი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კომიტეტის სხდომაზე არ არიან დაშვებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ვინც მოგვმართა, დაშვებულია და წარმოდგენილია აგერ სხდომაზე, მე მათ აქ ვხედავ. ამდენად, ეს არის ტყუილი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×