რეზონანსი
02.03.2023

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკი სააკაშვილის მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის მიერ პატიმარი ექსპრეზიდენტის მკურნალობაზე უარის თქმას გამოეხმაურა.

„ექიმებიც ადამიანები არიან, რომლებიც ვერ იტანენ შეურაცხყოფას. დღეს მას [სააკაშვილს] გააჩნია რესურსი, შეურაცხყოფა მიაყენოს ერთ ექიმს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმი მყარად არ უნდა იდგეს თავის პოზიციაზე. ვერ გაუძლო ადამიანმა, უარს აცხადებს მკურნალობაზე. გამოჩდება სხვა - არანაკლებ პროფესიონალი ექიმი, რომელიც იგივე კურსს გააგრძელებს. ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა უნდა გადარჩეს", - აცხადებს დეპუტატი.

ექიმმა თამარ დავარაშვილმა „ქრონიკასთან" საუბარში განმარტა, თუ რატომ თქვა უარი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე. დავარაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სააკაშვილმა მას სუსის აგენტი უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×