რეზონანსი
02.03.2023

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მისი შვილის მიერ მკურნალი ექიმის თამარ დავარაშვილის შეცვლას ეხმაურება.

გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილს უკმაყოფილება ექიმის „რაღაც კომენტარებზე" ჰქონდა.

„არ ვიცი რა მოხდა. ვიცი, რომ სხვა ექიმი ჰყავს ამ მომენტში. უკმაყოფილება ჰქონდა, ნამდვილად. დანარჩენი არ ვიცი. მისი [ექიმის] რაღაც კომენტარების გამო ჰქონდა უკმაყოფილება", - განაცხადა ალასანიამ.

ექიმმა თამარ დავარაშვილმა „ქრონიკასთან" საუბარში განმარტა, თუ რატომ თქვა უარი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე. დავარაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სააკაშვილმა მას სუსის აგენტი უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×