რეზონანსი
01.03.2023

ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის­თვის არა­ნა­ი­რი წე­რი­ლი არ გა­და­უ­ცია, - ამის შე­სა­ხებ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კატ­მა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ად­ვო­კა­ტებ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ და ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ჯა­ნა­შია თქმით, თით­ქოს ბად­რი ესე­ბუ­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და ამის გამო გად­მო­ვი­და აფხა­ზე­თი­დან, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძეს, ცოტა რთუ­ლი სა­კი­თხია, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი პრო­ცე­სია კო­მენ­ტა­რი არ გა­მი­კე­თე­ბია, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გრძელ­დე­ბო­და. გუ­შინ, როცა სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის­თვის ნი­მუ­შებს იღებ­დნენ, ვი­ყა­ვით ესე­ბუ­ას­თან და ბუ­ნებ­რი­ვია გვქონ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ანუ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, რაც ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ და ასე­ვე, ჩემ­თვის უც­ნობ­მა მე­ო­რე ად­ვო­კატ­მა, რო­მე­ლიც უც­ნო­ბი იყო ბად­რი ესე­ბუ­ას­თვი­საც, გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. არა­ნა­ი­რი წე­რი­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის­თვის არ გა­და­უ­ცია და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო იყო გად­მო­სუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და უნ­დო­და და­ქორ­წი­ნე­ბა, შემ­დეგ მისი და­კა­ვე­ბა სხვა ად­გი­ლას მოხ­და. თით­ქოს ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში იყო. ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც გა­ვი­გეთ ბად­რი ესე­ბუ­ას არ მი­უ­ცია, არც იმის უფ­ლე­ბა მი­უ­ცია ად­ვო­კა­ტის­თვის ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

ესე­ბუ­ას ინ­ტე­რე­სებს დამ­ცვე­ლის თქმით, ად­ვო­კა­ტი ჭო­რა­ო­ბით არ უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი . მი­სი­ვე თქმით, ესე­ბუ­ამ კო­ბა­ი­ძის აცი­ლე­ბით სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ორი პრო­ცე­სი ვი­ცავ­დი კო­ლე­გი­ა­ლო­ბას, არ მინ­დო­და კო­ლე­გის მი­მართ ზედ­მე­ტად რა­დი­კა­ლუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ დღეს ვამ­ბობ, რომ ად­ვო­კა­ტი ჭო­რა­ო­ბით კი არ უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას უნდა ას­რუ­ლებ­დეს და უნდა იცავ­დეს პი­რის ინ­ტე­რე­სებს. ბად­რიმ დღეს მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თა­ვი­სი დაც­ვის მო­ვა­ლე­ო­ბის­გან ", - აღ­ნიშ­ნა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლემ წა­ი­კი­თხა ბად­რი ესე­ბუ­ას გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ის უარს ამ­ბობს მისი ინ­ტე­რე­სე­ბი ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ და­იც­ვას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×