რეზონანსი
01.03.2023

მიხეილ სარჯველაძემ ხათუნა სამნიძის განცხადება შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

„აბსურდია და უბრალოდ ლოგიკურადაც გაუმართავი. ყველაფრიდან გამომდინარე, ოდნავ კრიტიკულად თუ შეხედავთ ამ განცხადებას, მის ტექსტს, მის შინაარსს და დააკავშირებთ ერთმანეთს, ძალიან მარტივად, პრიმიტიულად აღმოჩენადია ის, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია", - განაცხადა სარჯველაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე ამტკიცებს, რომ 2014 წელს, ევროსაბჭოში, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე კრიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. სამნიძე ამბობს, რომ მაშინ რესპუბლიკელების სიტყვით გამოსვლა ყირიმისა და დონბასის თემას ეხებოდა. რატომ დუმდა აქამდე „რესპუბლიკური პარტია" და თუ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა რატომ დატოვეს კოალიცია „ქართული ოცნება" მხოლოდ ორი წლის შემდეგ - ეს არის მთავარი კითხვები, რომლებიც ახლა საპარლამენტო უმრავლესობას აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×