რეზონანსი
01.03.2023

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, ჩვენ ახლა დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე

„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ. უფრო მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლებისა და საკუთარი ოპოზიციის მცდელობებს, რომლებიც ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში", - დასძინა მან.

შამბა ამბობს, რომ „ენგურს გადაღმა მეზობლის" ასეთი პოლიტიკის უკან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი არ დგას.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეს საქციელი განპირობებულია წმინდა პრაგმატული მიზეზებით.

„თუმცა, ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად, საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად იძულებული გახდება მეორე ფრონტი გახსნას?" , - აცხადებს შამბა.

მან დასძინა, რომ აფხაზეთმა უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენიმე საკითხზე:

„პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებით უნდა შევამოწმოთ ჩვენი არმიის სამობილიზაციო შესაძლებლობები, შესაბამისი მითითებები პრეზიდენტმა უკვე გასცა. მეორეც, რაც შეიძლება მალე უნდა მომზადდეს შეიარაღებული ძალების რეფორმის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადაიარაღების, ჯარის უახლესი ტიპის იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის საკითხებს. მესამე, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ახალი რეგიონების მხარდაჭერის პოლიტიკას - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებს" , - აღნიშნა შამბამ.

მანამდე, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ „საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×