რეზონანსი
01.03.2023

როგორც ბადრი ესებუას ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ განაცხადა, არანაირი წერილი ბადრი ესებუას ამ ეტაპისთვის არავისთვის გადაუცია

მისი თმით, ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ მიუცია უფლება, რომ ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინა.

„რაც შეეხება ადვოკატს, ცოტა რთული საკითხია. ორი პროცესია კომენტარი არ გამიკეთებია, თუმცა ეს გაუგებრობა გრძელდებოდა. გუშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით საექსპერტო ნიმუშების აღებაზე, როდესაც ბადრი ესებუასთან იღებდნენ ნიმუშებს, ბუნებრივია, ამის შესახებ ვისაუბრეთ. სიუჟეტი, რომელიც გაავრცელეს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და ჩემთვის უცნობმა მეორე ადვოკატმა, რომელიც ასევე უცნობია ბადრი ესებუასთვის, რეალობას არ შეესაბამებოდა. არანაირი წერილი ბადრი ესებუას ამ ეტაპისთვის არავისთვის გადაუცია და გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს შეყვარებული ჰყავდა, ან შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და უნდოდა დაქორწინება, ამ ვითარებასთან დაკავშირებით, როგორც გავიგეთ, ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ მიუცია უფლება, რომ ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინათ მისი ნებართვის გარეშე", - განაცხადა სოსო ჯანაშიამ.

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ თავის ადვოკატზე უარი თქვა და დარბაზიდან დაითხოვა, რაც, სავარაუდოდ, ესებუას სახელით გავრცელებულ ინტერვიუს უკავშირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×