რეზონანსი
28.02.2023

რუსეთთან ურთიერთობებში უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე განაცხადა.

"ცივი ომის დასრულებისას ამ დარბაზში ბევრ დამსწრეს სჯეროდა, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების აწყობას შევძლებდით. ისევე, როგორც მე. და დღემდე ვთქვი, რომ რუსეთთან ერთად ევროპაში უკეთესი უსაფრთხოების ასაწყობად ისტორიული მომენტის გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა "დაშორებოდა თანამშრომლობასა და დიალოგს" და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმით გლობალური უსაფრთხოების ფუძემდებელი პრინციპები დაარღვია.

"ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ომის დასრულებით რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი დაბრუნება არ იქნება. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს", - თქვა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×