რეზონანსი
28.02.2023

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის "უცხოური გავლენების შესახებ" კანონპროექტი მიუღებელია და აპირებს, მას ვეტო დაადოს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჯერ პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ მხოლოდ ახლა გაიხსნა და მაშინვე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა.

"ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით რაღაცის არ მიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არა მხოლოდ მიღებული არაა, არამედ რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. ვიცით, რომ ორი პროექტია დაინიცირებული.

მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა. მთავარი რა არის იცით, საკმაოდ საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში",- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×