რეზონანსი
27.02.2023

მერაბ კოსტავა 1981 წელს ციმბირის ლაგერის კარცერში რომ იხდიდა სასჯელს და საბჭოთა „ვერტუხაების" მიერ ნაწამები, 36 კილოგრამს მიაღწია რეალური, ნამდვილი, ქართული, დისიდენტური საპროტესტო შიმშილობით - ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ქმნიდა თავის პათეტიკურ ნაწარმოებს „ლენინს" - წერს „ხალხის ძალის" წევრი თავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არაა გამორიცხული, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2008 წლით დაგვირგვინებული - რუსი ოკუპანტიც საქართველოში ლენინის ამ მისტიკურ ფერწერულ ნაწარმოებს ეძებდა, რომელსაც მოღალატეობრივად მალავდა გია ბუღაძე, თანაც „სიტყვასა შინა ცრუობით": „ჩემი დახატული არ არისო".

„მერაბ კოსტავა 1981 წელს ციმბირის ლაგერის კარცერში რომ იხდიდა სასჯელს და საბჭოთა „ვერტუხაების" მიერ ნაწამები, 36 კილოგრამს მიაღწია რეალური, ნამდვილი, ქართული, დისიდენტური საპროტესტო შიმშილობით - ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ქმნიდა თავის პათეტიკურ ნაწარმოებს „ლენინს".

რამხელა სიღრმისეული ძალაა აღბეჭდილი ბელადის პორტრეტში, როგორი იდეოლოგიური გადაღლა იმჩნევა ვლადიმერ ილიას ძეს პარტიულ მეგობრებში - რომლებსაც წინ ათასობით მღვდელი ჰყავთ დასახვრეტი, ათობით ათასობით ეკლესია - ასაფეთქებელი, ასობით ათასობით მშრომელი გლეხი - გასაკულაკებელი, ტაო-კლარჯეთი - საქართველოდან მოსაწყვეტი და მერაბ კოსტავას მწამებლების ახალი თაობების აღზრდა.

უამრავი და მრავალფეროვანი საქართველოს მტერი ამაოდ ცდილობდა ეკლესია-მონასტრებიდან სვანეთის მთებსა და მღვიმეებში გატანილი საგანძურისა და სიწმინდეებით დაუფლებას. არაა გამორიცხული, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2008 წლით დაგვირგვინებული - რუსი ოკუპანტიც საქართველოში ლენინის ამ მისტიკურ ფერწერულ ნაწარმოებს ეძებდა, რომელსაც მოღალატეობრივად მალავდა გია ბუღაძე, თანაც „სიტყვასა შინა ცრუობით": „ჩემი დახატული არ არისო". არა, გია! ამ სასწაულ შედევრს საქართველოში შენს გარდა ვინმე შექმნიდა?" - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×