რეზონანსი
26.02.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს იღებს.

როგორც ალასანიამ კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, ექსპრეზიდენტს კვლავ მაღალი წნევა და ტემპერატურა ჰქონდა.

„ოდნავ ხელი დავადე და იკივლა. სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა. სულ მაღალი წნევა, არითმია და სიცხე აქვს, ყველაფერი უბედურება. ხელის დადებით აღენიშნებოდა ტემპერატურა, ისე აღარ მიკითხვას, იმდენად ცუდად იყო, კიდევ რაღა უნდა მეკითხა, არ ვიცოდი", - განაცხადა ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×