რეზონანსი
25.02.2023

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ „ჯერჯერობით“ უკრაინისთვის F-16 ტიპის უახლესი ამერიკული გამანადგურებლების გაგზავნა გამორიცხულია. ამის შესახებ მან "ეიბისი ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

„არა, ახლა მას [ზელენსკის] F-16 არ სჭირდება. ჯერჯერობით ამას გამოვრიცხავ“, - განაცხადა ბაიდენმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უკრაინა ასეთ გამანადგურებლებს ვერასდროს მიიღებს, ბაიდენმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ზუსტად იმის ცოდნა, რა დასჭირდება უკრაინის თავდაცვას მომავალში, თუმცა „ჩვენი სამხედროების აზრით, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რითაც F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის აუცილებლობა აიხსნებოდა“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×