რეზონანსი
24.02.2023

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლობისტური მცდელობები დარჩება მხოლოდ მცდელობებად, რადგან არანაირი რეალური საფუძველი ამ მცდელობებს არ გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა.

„ლობისტებს შეუძლიათ რაღაც არსებულის მიტანა ადრესატამდე და უკეთესად წარმოჩენა. თუ ეს რაღაც არ არსებობს, მაშინ ვერანაირი ლობისტი ვერ შეძლებს ამ პოზიციის გაძლიერებას - ასეა სააკაშვილის შემთხვევაში. მთელი საგა მისი ჯანმრთელობის შესახებ როგორც ვხედავთ დამყარებულია მონაგონზე და ტყუილზე, თვითდაზიანებაზე და მსგავს ქცევაზე. ამის გადათარგმნა რეალობად არცერთ ლობისტს არ შეუძლია. ამიტომ მე არ ვარ გაკვირვებული, რომ ლობისტურმა კომპანიამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და ამიტომ მოხდა კონტრაქტის დასრულება", - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით დაქირავებული ამერიკული პიარკომპანიის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან მის მუშაობას უარყოფითი შედეგი მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×