რეზონანსი
24.02.2023

ჩვენ მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ის თალხი და ჩირქი, რომელიც საქართველოს დღეს აცხია, არ არის ქართული საზოგადოების არჩევანი და რომ ქართული საზოგადოება ივანიშვილს, მის ფულს და მის შიშებს რუსულ ურდოში არ ჩაჰყვება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება „მტერს ელაქუცება" და მოყვარეს „ეჩხუბება", საზოგადოების აქტიურობა პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გაცხადებული ღალატის გზას დაადგა, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მტერს ელაქუცება და მოყვარეს ეჩხუბება, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი რეგიონიდან ჩვენი მოძმე ხალხები ცივილიზაციურ არჩევანს აკეთებენ, საზოგადოების აქტიურობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, კრიტიკულ სიტუაციაში საერთაშორისო არენაზე ხელისუფლება წარმოაჩენს ხალხს და ეს ასე არ არის, ამიტომ ჩვენ მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ის თალხი და ის ჩირქი, რომელიც საქართველოს დღეს აცხია, არ არის ქართული საზოგადოების არჩევანი და რომ ქართული საზოგადოება ივანიშვილს, მის ფულს და მის შიშებს რუსულ ურდოში არ ჩაჰყვება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×