რეზონანსი
24.02.2023

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში მიმდინარეობს კამპანია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოსა და დასავლეთს შორის მჭიდრო პარტნიორობას.

მისივე თქმით, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანს ევროპისკენ სვლასთან დაკავშირებით.

„ცხადია, ბოლო 6-8 თვეა, საქართველოში მიმდინარეობს გარკვეული კამპანია, რაც საფრთხეს უქმნის მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის იმ მკაფიო არჩევანს, რომელსაც ცხადად და დადასტურებულად აქვს არჩეული ევროპისკენ სვლა. ხალხს უნდა ევროპული მომავალი, ხალხს უნდა ძლიერი დემოკრატია, ეკონომიკის დივერსიფიცირება, კეთილდღეობა და არა რუსეთზე დამოკიდებულება. საქართველომ გასულ წლებში დიდ პროგრესს მიაღწია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ეს უნდა გაგრძელდეს, საქართველოს არ სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულება ვაჭრობის, უსაფრთხოების ან ნებისმიერი კუთხით. საქართველოს ჰყავს ძლიერი მეგობრები, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მეგობრები და ის, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას, მათ უნდა გაიგონ ქართველი ხალხის ხმა, რომ ეს მიუღებელია. თქვენი ხმა, თქვენი არჩევანი, თქვენი მომავალი ევროპაა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×